იტალიის სერია A-ს ცხრილის ბოლოში მყოფმა “რეჯო ემილიამ”, სადაც ბექა ბურჯანაძე გამოდის იღბლო სერია ლიდერთა შორის მყოფ “პეზაროს” (95:76) დამარცხებით შეყვიტა.
გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო ქართველმა მძიმე ფორვარდმა, რომელიც თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გატარებულ 24 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ბექამ 3-დან 2 ორქულიანი და 4-დან 2 სამიანი ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 15 შეადგინა, რაც გამარჯვებულთაგან ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი გახლდათ. ყველაზე შედეგიანი ანდრეა ჩინჩარინი გახდა, რომელმაც 13 ქულა და 15 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ეს გახლდათ ემილიელთა მე-3 გამარჯვება, თუმცა ბურჯანაძის გუნდს 10 მარცხი აქვს და გუნდი კვლავ ცხრილის ბოლოში იმყოფება. შემდეგ მატჩს “რეჯო ემილია” 8 იანვარს, შინ სასარისთან გამართავს.




