ლევან შენგელიამ საბერძნეთის სუპერლიგის მე-16 ტურში 2 საგოლე პასი მიითვალა. „პანაიტოლიკოს“, სადაც საქართველოს ნაკრების გარემარბი გამოდის, შინ „ატრომიროსს“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა.
მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა და მე-20 წუთზე შენგელიამ კინაღამ სერიოზული ტრავმა მიიღო, როდესაც თავს ზემოთ გადაუგდო ბურთი საჯარიმოს გარეთ გამოსულ მეტოქის მეკარეს, რომელიც ქართველ ფეხბურთელს ძალიან უხეშად დაეჯახა. შენგელია დაეცა და საბედნიეროდ მძიმე ტრავმას გადაურჩა, ხოლო „ატრომიტოსის“ გოლკიპერი გააძევეს.
46-ე წუთზე შენგელიამ კუთხური ჩააწოდა და კარელისმა ანგარიში გახსნა. 74-ე წუთზე ქართველის კიდევ ერთი კუთხურის მერე თავი ხუხუმისმა გამოიჩინა. შენგელიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო „პანაიტოლიკოსი“ 14 ქულით მე-7 პოზიციაზეა.




