რუდი გარსია: „რონალდუს დონის მოთამაშეების გაწვრთნა ყველაზე ადვილია“

0
38

საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ მთავარი მწვრთნელის რუდი გარსიას განცხადებით კრიშტიანუ რონალდუს დონის ფეხბურთელი არასოდეს გაუწვრთნია და მისი გუნდში ყოფნა ყველასთვის დიდი პატივია.
„ჩემი მიზანია, რომ რონალდუ აქ ბედნიერი იყოს და „ალ-ნასრში“ გატარებული თითოეული მომენტით ტკბობაში დავეხმარო. ასეთი დონის მოთამაშე არასოდეს გამიწვრთნია, რადგან ის ხელმიუწვდომელია. მისი ტრანსფერი მთელი ჩვენი ფეხბურთისთვის და საუდის არაბეთისთვის კარგია.
საპრესკონფერენციო დარბაზში მოსული ხალხის რაოდენობით გაოცებული ვარ, რადგან თამაშების შემდეგ ჩვეულებისამებრს 3-4 ჟურნალისტია ხოლმე.
კრიშტიანუ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ის ლეგენდა და ჩვენთვის ყველასთვის პატივია მას აქ მივესალმოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ადგილობროვი ჩემპიონატისთვის და საუდის არაბეთის სამეფოსთვის ეს ფანტასტიკური მომენტია.
ჩემი ცხოვრების მანძილზე მივხვდი, რომ ასეთი მოთამაშეების გაწვრთნა ყველაზე ადვილია. მე შემიძლია მისგან ვისწავლო. ჩვენ ორივეს გამარჯვება გვსურს“ – განაცხადა რონალდუს წარდგენის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ფრანგმა სპეციალისტმა.