“სამგურალმა” 5 მოთამაშე გაუშვა

0
27

წყალტუბოს “სამგურალმა” 5 ფეხბურთელი გაუშვა. წყალტუბოელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, მომავალ სეზონში გუნდის ღირსებას აღარ დაიცავენ:
მაქსიმე ქვილითაია, ლუქმან გილმორი, ლევან ქურდაძე, გიორგი თევზაძე და მიხეილ სტრელნიკი.
შეგახსენებთ, რომ “სამგურალის” მთავარ მწვრთნელად გიორგი მიქაძის ნაცვლად გიორგი ჭელიძე დაინიშნა, ხოლო კლუბის სპორტული დირექტორი მიხეილ აშვეთია გახდა, რომელიც მანამდე სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა.
“სამგურალის” პრესსამსახური ასევე იუწყება, რომ წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე ბალახის საფარის შეცვლა დაიწყო.