თბილისის “საბურთალო” მცველ ლევან კაკუბავას და მეკარე ბექა ქურდაძეს დაემშვიდობა. ამის შესახებ საბურთალოელთა პრესსამსახური იუწყება:
“საბურთალოს” აწ უკვე ყოფილ კაპიტანს – ლევან კაკუბავას კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა და დედაქალაქურ გუნდს დაემშვიდობა. კაკუბავა ჩვენი გუნდის ღირსებას 4 წლის განმავლობაში იცავდა, რომლის განმავლობაშიც 128 მატჩი ჩაატარა. მადლობას ვუხდით ლევანს გაწეული შრომისთვის და მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ.
ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ბექა ქურდაძე “საბურთალოს” დაემშვიდობა. მადლობას ვუხდით ბექას გაწეული სამსახურისთვის და მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ”.





