ქავთარაძე “ტორპედოში” აღარ ითამაშებს

0
73

ნოდარ ქავთარაძე მომავალ სეზონში ქუთაისის “ტორპედოში” აღარ ითამაშებს. ამის შესახებ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის წლევანდელი გამარჯვებულის პრესსამსახური იუწყება.
ქავთარაძე “ტორპედოს” გასული სეზონის მეორე ნახევარში შეურთდა და 10 მატჩი ჩაატარა. მან სეზონის პირველი ნახევარი თბილისის “საბურთალოში” გაატარა. ის “ტორპედოში” 2019 წელსაც გამოდიოდა და 29 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 7-ჯერ აიღო. მან წელს ქუთაისელებთან ერთად საქართველოს თასი მოიგო.