ბათუმის “დინამომ” ბენჟამინ ტეიდთან კონტრაქტი აღარ გააძანგრძლივა. ამის შესახებ ბათუმელთა პრესსამსახური იუწყება:
“ბენჟამინ ტეიდი მომავალ სეზონში ჩვენი გუნდის ღირსებას აღარ დაიცავს. 28 წლის ნიგირიელმა ნახევარმცველმა დინამო ბათუმის მაისურით 118 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა, ეროვნული ლიგის ჩემპიონობა და სუპერთასის მოგებაც ერთად ვიზეიმეთ. მადლობას ვუხდით ბენჟის და საფეხბურთო კარიერაში წარმატებებს ვუსურვებთ”.
ტეიდი საქართველოს ჩემპიონატში ბათუმელთა გარდა, “გაგრაში”, მარნეულის “ალგეთში”, ხონის “იმერეთში”, მარტვილის “მერანში” და ლატვიის “ლიეპაიაში” გამოდიოდა.





