გრიზმანი: „ვგრძნობთ, რომ მესი მწყობრშია, მშვიდია და არ ნერვიულობს“

0
70

საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის ფინალში არგენტინასთან რთულ მატჩს ელოდება.
„ფეხბურთელი თავად გრძნობ, რომ რთული ფინალი იქნება: ლეო მესი, არგენტინელებით სავსე სტადიონი. თუმცა, ჩვენ ასეთ თამაშებისთვის გუნდი და მწვრთნელი გვყავს. ჩვენი უნდა გჯეროდეთ, რადგან მზად ვართ და თამაშს კარგ ფორმაში შევხვდებით.
ძალიან კარგი მატჩი გველოდება. არგენტინა რთული მეტოქეა, რომელმაც საუცხოოდ იმუშავა. ლეომ ნახევარფინალში ძალიან მაღალ დონეზე ითამაშ. ვგრძნობთ, რომ ის მწყობრშია, მშვიდია და არ ნერვიულობს.
ჩვენზეა დამოკიდებული მომავალი მატჩისთვის რამდენად კარგად მოვემზადებით. ორი დღე აღდგენა გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კვირისთვის 100 პროცენტით მზად ვიყოთ“ – იუწყება გრიზმანის ნათქვამს ფრანგული მედია.