მესი: “ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ხულიანი ასეთ როლს ითამაშებდა”

0
74

ლიონელ მესის თქმით, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ხულიან ალვარესი კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურა იქნებოდა.
“ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ხულიანი ასეთ როლს ითამაშებდა და ჩვენთვის ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურა იქნებოდა. ის საოცრად დაგვეხმარა. ხულიანმა მთელი ჩემპიონატის განმავლობაში, მათ შორის ხორვატიასთან შეხვედრაში საუცხოოდ ითამაშა. მას თამაში მიჰყავდა, ყველა ვითარებშში იბრძოდა და მომენტებს ქმნიდა. ხულიანი ჩვენთვის საოცარი აღმოჩენაა, რომელიც ყველაფერს იმსახურებს, რადგან დიდებული ბიჭია” – ციტირებს მესის არგენტინული მედია.
ალვარესმა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატში 6 მატჩში 4 გოლი გაიტანა.