რეგრაგი: „შეუძლებელია ფინალში გასვლა პირველი ტაიმის „ჩაგდების“ შემდეგ“

0
51

მაროკოს მთავარ მწვრთნელ ვალიდ რეგრაგის მიაჩნია, რომ  შეუძლებელია ფინალში გასვლა, როდესაც პირველ ტაიმს „ჩააგდებ“. მან მის შესახებ კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალში საფრანგეთთან (0:2) მარცხის შემდეგ განაცხადა.
„მთავარია, რომ ბოლომდე დავიხარჯეთ. ჩვენ ტრავმები გვქონდა – მოთელვის დროს აგერდი დავკარგეთ, ხოლო პირველ ტაიმში საისი და მაზრაუი.
ისეთი გუნდის წინააღმდეგ როგორც საფრანგეთის ნებისმიერი შეცდომა ძვირად ფასობს. შეუძლებელია ფინალში გასვლა პირველი ტაიმის „ჩაგდების“ შემდეგ.
მეორე ტაიმში გაცილებით უკეთესად ვითამაშეთ, მაგრამ მეორე გოლმა „მოგვკლა“. თუმცა, ამას ხაზი არ გადაუსვია იმისთვის, რაც მანამდე გავაკეთეთ“ – იუწყება რეგრაგის ნათქვამს ფიფას ვებგვერდი.
მაროკო მსოფლიო ჩემპიონატზე მე-3 ადგილისთვის შეხვედრას 17 დეკემბერს ხორვატიასთან ჩაატარებს.