საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის პირველი ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” ვასილის სპანულისის გაწვრთნილ, საბერძნეთის “პერისტერის” უმასპინძლა და მოწინააღმდეგეს დამაჯერებლად სძლია 86:60.
სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა კუნძულელთა ქართველმა მეფარემ 22 წუთში 13 ქულა, 4 მოხსნა, თითო პასი-ჩაჭრა-დაფარება დააგროვა. შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტი 15-ს გაუტოლდა.
მეორე ჯგუფურ ეტაპზე ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის “ტენერიფეს” ერთ-ერთი მეტოქე “ბილბაოა”, დანარჩენ ორ ოპონენტს კი პლეი ინის მატჩები გამოავლენენ.



