“თელავის” ყოფილი კაპიტანი ილია ბერიაშვილი კარიერას უნგრეთის უმაღლეს დივიზიონში გააგრძელებს. 24 წლის ფეხბურთელი “მეზიოკიოვეშდში” ჩაირიცხა. სადაც ასევე მარცხენა მცველი ლუკა ლაკვეხელიანი გამოდის.
ბერიაშვილი “თელავში” 2018 წლიდან თამაშობდა, ხოლო 2021-2022 წლების სეზონი რუსეთის რანგით მეორე ლიგის ვოლგოგრადის “როტორში” გამოდიოდა. ის თელაველებს მიმდინარე წლის ზაფხულში დაუბრუნდა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 16 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
ლაკვეხელიანიც 24 წლისაა და მან მიმდინარე სეზონში „მეზიოკიოვეშდში“ მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა, რაც იმის ბრალია, რომ მძიმე ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა. ლუკამ ერთი საგოლე პასი მიითვალა.





