საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ტრავმის მოშუშების შემდეგ ევროლიგაზე მეორე მატჩი გამართა. თოკოს „ვირტუსმა“ ბოლონიაში ბერლინის „ალბას“ უმასპინძლა და ოთხმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა 85:76.
შენგელია “ვირტუსის” სასტარტო შემადგენლობაში იყო. პარკეტზე გატარებულ 26 წუთში ქართველმა ფორვარდმა 9 ქულა, 2 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. სერჯიო სკარიოლოს გაწვრთნილს გუნდში საუკეთესო 16 ქულით კაილ უიმსი იყო.
“ვირტუსს” ევროლიგაში ჩატარებულ 13 მატჩში 5 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-14 პოზიციაზეა. შენგელიას გუნდი ტურნირში მომდევნო თამაშს 16 დეკემბერს, თელ ავივის “მაკაბისთან” ჩაატარებს.
.





