ჩიხლაძის ახალი კონტრაქტი “სამგურალთან”

0
48

დემურ ჩიხლაძემ წყალტუბოს “სამგურალთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა. 26 წლის ნახევარმცველმა კლუბთან 2-წლიანი ხელშეკრულება დადო.
ჩიხლაძე “სამგურალში” ჯერ კიდევ 2016-2017 წლებში თამაშობდა. ამის შემდეგ მან ორი წელი საჩხერის “ჩიხურაში” გაატარა. ის “სამგურალში” 2020 წელს დაბრუნდა და მას მერე ამ გუნდში გამოდის.
ჩიხლაძემ განვლილ სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ჩატარებულ 29 მატჩში 6 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.