ხორვატიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მთავარი მწვრთნელის ზლატკო დალიჩი თქმით, ლიონელ მესისთვის პერსონალური მეურვი მიჩენას არ აპირებს.
„მესისთვის პერსონალური მეურვის მიჩენას არ ვაპირებთ. ის მოედანზე ბევრს მოძრაობს და ამიტომ, ზონურ დაცვას გამოვიყენებთ. დაცვაში ორგანიზებულად და დისციპლინირებულად უნდა ვითამაშოთ“ – ციტირებს დალიჩს ITASportPress.
ხორვატიამ კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში პენალტების სერიაში ბრაზილია დაამარცხა და ხვალ 1/2-ფინალში არგენტინას შეხვდება. თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.





