სლოვაკეთის „ჟილინა“, რომელშიც ალექსანდრე ნარიმანიძე გამოდის, უეფას კონფერენს ლიგას დაემშვიდობა. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში სლოვაკებმა შინ პოლონეთის „კატოვიცეს“ 2:1 აჯობეს, მაგრამ სტუმრად 1:3 წააგეს და ევროსეზონი დაასრულეს.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მცველმა პირველი თამაშის მსგავსად შეუცვლელად ითამაშა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლები 48-ე წუთზე ზრელაკმა დააწინაურა, ხოლო „ჟილინადან“ საპასუხო ბურთი 57-ე წუთზე კოსამ გაიტანა. 79-ე წუთზე „კატოვიცედან“ თავი ვდოვიაკმა გამოიჩინა, 82-ე წუთზე კი სტუმართა კარი შკურინმა აიღო.
ლაშა თაბაგარი





