„გაგრა“ მომავალ სეზონშიც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს. პლეი-აუტის პირველ შეხვედრაში გაგა კირკიტაძის გაწვრთნილმა გუნდმა შინ 2:0 მოიგო, ხოლო სტუმრად ჩატარებულ დაძაბულ შეხვედრაში ლიგაში ადგილის შენარჩუნება მაინც მოახერხა.
მატჩის 34-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან „სპაერის“ ფეხბურთელის ჩაწოდების შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ლევან პაპავამ თავით პასი კარის წინ მდგომა რატი ცაცკრიალაშვილს გაუკეთა, რომელმაც ერთსი შეხებით გაიტანა – 1:0.
მეორე ტაიმის დასაწყისში გაგრელთა საჯარიმოსი მყოფი ბექა ქართველიშვილი პასს თანაგუნდელს უკეთებდა და ბურთი ხელში თემურ შონიას მოხვდა, რის გამო მთავარმა მსაჯმა ჯენერი ხორავამ პენალტი დანიშნა. მასპინძლების კაპიტანმა ლევან პაპავამ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა – 2:0.
ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და დამატებითი დრო დაინიშნა. 95-ე წუთზე „სპაერი“ მცველი თავის საჯარიმოში ნოდარ ლომინაძეს ეუხეშა და ხორავამ რეფერის ვიდეოასისტენთან გადამოწმების შემდეგ თერთმეტმეტრიანი დადო, რომელიც თამაზ მაქაცარიამ გამოიყენა.
98-ე წუთზე „სპაერის“ შეტევის დროს როინ ოდიშელიძემ მარჯვენა ფლანგიდან პასი სტუმართა საჯარიმოში პაპავას გაუკეთა, ხოლო კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა თავით დუბლი შეასრულა – 3:1. პაპავას ანგარიშზე რეგულარულ სეზონში 18 გოლი იყო, ხოლო დღეს მან თავისი შედეგი კიდევ 2 გოლით გააუმჯობესა.
ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული დამატებითმა დრომ ვე გამოალინა და პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც „გაგრამ“ 5:4 მოიგო. გამარჯვებულთა უკრაინელმა მეკარე ოლექსანდრ ვორობეიმ 2 პენალტი მოიგერია, ხოლო მასპინძლების მეკარე ბუხუტი ფუტკარაძემ – ერთი.





