ნეიმარი: „მადლობა პროფესორო ტიტე“

0
45

ნეიმარმა ბრაზილიის ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელ ტიტეს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
„მანამდე, ვიდრე პირადა შევხვდებოდით, ერთმანეთის წინააღმდეგ ბევრჯერ ვითამაშეთ. და იცით რა მინდა გითხრათ? ვფიქრობდით, რომ ძალიან მოსაწყენი იყავით, რადგან მთელი თქვენი გუნდი ჩემს მეურვეობას ცდილობდა, ყველაფერს აკეთებდით, რომ დაგემარცხებონეთ და მაკრიტიკებდოთ კიდეც. თუმცა, დამეთანხმებით ბედი საინტერესო რამაა. მან ჩემს მწვრთნელად დაგნიშნათ, ხოლო მე თქვენ 10 ნომრად.
როგორც მწვრთნელ გიცნობდოთ და უკვე ვიცოდი, რომ ძალიან კარგი ხართ, მაგრამ როგორც ადამიანი კიდევ უკეთესი აღმოჩნდით. თქვენ მე მიცნობთ, იცით ვინ ვარ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ღიად ვწერ რათა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის რაც მასწავლეთ. თქვენ ყოველთვის ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელი იქნებით, რომელიც ოდესმე მყოლია და მეყოლება. ჩვენ ერთად საუცხოო პერიოდი გავატარეთ, მაგრამ ისეთი მომენტებიც იყო, რომლებმაც ძლიერი ტკივილი მოგვაყენა და ბოლო მათგანი კიდევ დიდი ხანი გვეტკინება.
თქვენ ამ თასის მოგება დაიმსახურეთ, ჩვენ ეს ყველამ დავიმსახურეთ, იმისთვის რაც გავაკეთეთ და რაზეც ვთქვით უარი ჩვენი უდიდესი ოცნების განსახორციელებლად. თუმცა, ღმერთს არ უნდოდა, რომ ეს მომხდარიყო. ყველაფერი უფლის ნებაა.
მადლობა პროფესოო ტიტე თქვენი ცოდნისთვის…ჩვენ მოგვიწევს ამ მომენტში ძალიან ძლიერები ვიყოთ“ – დაწერა ნეიმარმა თავისი ინსტაგრამის გვერდზე.