ლატვიის „რიგასი“, სადაც ლაშა ოდიშარია თამაშობს, უეფას კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში რიგელებმა შინ ისლანდიის „ვესტრი“ 3:1 დაამარცხეს, ხოლო სტუმრად სკანდინავიელებს დაუზავდნენ – 1:1.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი გარემარბი ამჯერად სათადარიგო იყო და არ უთამაშია. რიგელები მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩეხეთის „იაბლონეცს“ დაუპირისპირდებიან. ოდიშარიას გუნდი პირველ თამაშს სტუმრად 6 აგვისტოს გამართავს, ხოლო საპასუხოს შინ – 13 აგვისტოს.
ოფილაშა თაბაგარი





