საბურთალო 19-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია

0
41

საბურთალოს” 19 წლამდე გუნდი, რომელსაც ანზორ ცხვიტავა ხელმძღვანელობს, “ოქროს ლიგის” გამარჯვებული გახდა. საბურთალოელებმა ბოლო ტურში უშუალო კონკურენტი თბილისის “დინამო” 2:1 დაამარცხეს და ტურნირი პირველ ადგილზე დაასრულეს.
გადამწყვეტ შეხვედრაში გოლები გიორგი ქუქალიამდა ნიკოლოზ დავრაშელიძემ გაიტანეს. “საბურთალომ” სეზონი დაუმარცხებლად ჩაატარა და საერთო ჯამში 48 ქულა დააგროვა – 15 მოგება და 3 ფრე.
“საბურთალო”: აბჟანდაძე, ქუქალია, ნარიმანიძე, ქართველიშვილი, ხიზანიშვილი, დადიანი, ლაბაძე, გ.დავრაშელიძე, დვალიშვილი, ბერია, ნ.დავრაშელიძე.
სათადარიგო: ბოჭორიშვილი, ჩოხელი, ტაბატაძე, ხიმშიაშვილი, ყველაშვილი, ბეგლარაშვილი, ბერიანიძე, ხაჩიძე, ლორთქიფანიძე.