კანადის ნაკრების თავკაცის მუნდიალების ისტორიაში შევიდა

0
50

კანადის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯონ ჰერდმანი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში შევიდა. 47 წლის ინგლისელი ფეხბურთის სპეციალისტი პირველია, რომელმაც მწვრთნელის რანგში გუნდი როგორც ქალთა მუნდიალზე გაიყვანა, ასევე – ვაჟთა.
ჰერდმანი კანადის ვაჟთა ეროვნულ გუნდს სათავეში 2018 წელს ჩაუდგა, ხოლო მანამდე 2006-2011 წლებში ახალი ზელანდიის ქალთა ნაკრებს წვრთნიდა, 2011-2018 წლებში კი, კანადის ქალთა ეროვნულ გუნდს.
მისი ხელმძღვანელობით ახალი ზელანდიის ნაკრებმა მსოფლიო პირველობაზე 2007 და 2011 წლებში იასპარეზა, ხოლო კანადამ – 2015 წელს.
კანადელმა ქალებმა 2012 და 2016 წლის ზაფხულის ოლიამპიადებზე ბრინჯაოს მედალი აიღეს.