ხვიჩამ იტალიელები საქართველოთი დააინტერესა – აპენინელებს ,,Georgian tour იტალიაში’’ უმეგზურებს

0
172

თბილისში, ბახტრიონის ქუჩა N 16-ში,  იხსნება ტურისტული კომპანია  ,,Georgian tour იტალიაში’’, პრეზენტაცია გაიმართება 2022 წლის 25 ნოემბერს, 19:00 საათზე.
კომპანიის დამაარსებელი გახლავთ საქართველოში 2001 წელს დაბადებული და 2010 წლიდან იტალიაში (ქ. მონტოვა) მცხოვრები მარიამ ლომუაშვილი – ქ. მილანის „ბიკოკას“ სახელობის უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი.
საქართველოს მოქალაქე 21 წლის მარიამ ლომუაშვილი იტალიაში მცხოვრებ თავის მშობლებთან (ბორის ლომუაშვილი და ხათუნა კილაძე) და და-ძმასთან – 20 წლის ლუკასთან და 11 წლის ელენასთან ერთად, ბოლო წლებში იტალიაში აქტიურად მონაწილეობს იმ ღონისძიებებში, რომლებიც მიმართულია საქართველოს ისტორიის, კულტურისა და სპორტის პოპულარიზაციისკენ.
უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, იტალიაში ძალიან გაიზარდა ინტერესი საქართველოს კულტურის, ისტორიისა და სპორტის მიმართ, რაც დიდ წილად გამოწვეულია ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი თამაშით „ნაპოლის“ შემადგენლობაში და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წარმატებებით. ბევრი იტალიელი გამოთქვამს სურვილს, ეწვიოს საქართველოს და გაეცნოს მის კულტურას, ქართული სპორტის ისტორიას, მოინახულოს ღირსშესანიშნავი ადგილები და დაესწროს აქ დაგეგმილ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს.
იტალიელების მხრიდან მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, მარიამმა თავისი ოჯახის წევრების მხარდაჭერით, საქართველოში დააარსა კომპანია ,,Georgian tour იტალიაში’’, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს იტალიელი ტურისტების ორგანიზებულ ჩამოსვლას საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, გაუწიოს პოპულარიზაცია საქართველოს, ხელი შეუწყოს ორი ქვეყნის მოქალაქეებს შორის ურთიერთობის განვითარებას, საქართველოსადმი ცნობადობის ამაღლებას.
ამას გარდა, ბოლო წლებში მარიამი აქტიურად არის ჩართული საოჯახო ტურისტულ ბიზნესში და მეგზურობას უწევს ქართველ და ადგილობრივ ტურისტებს იტალიაში.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მარიამ ლომუაშვილს Whatsapp: +3932 49851629 მობ: 599 30 16 53