დანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ ტომას დილეინისთვის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. მან კატარში მიმდინარე მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატში ტურნისთან ჩატარებულ პირბელ მატჩში მარცხენა მუხლის ტრავმა მიიღო და 4 კვირა ვერ ითამაშებს.
„ის როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ დაგვაკლდება. სხვა მოთამაშეები მზად არიან და მომდევნო მატჩებისთვის სოლიდური შემადგენლობა გვყავს“ – იუწყება გუნდის მთავარი მწვრთნელის კასპერ ჰიულმანდის ნათქვამს დანიის ნაკრების პრესსამსახური.





