ბელგია კანადასთან ქულების დაკარგვას გადაურჩა

0
62

მსოფლიო ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეული ბელგიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები F ჯგუფის პირველ მატჩში კანადას შეხვდა და ქულების დაკარგვას გადაურჩა.
მართალია, ბელგია მატჩამდე უპირობო ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ კანადამ თავი ღირსეულად წარმოაჩინა და ცოტა დააკლდა, რომ მინიმუმ ქულა აეღო. მატჩის მე-10 წუთზე კანადელი ფეხბურთელის დარტყმული ბურთი ხელში კარასკოს მოხვდა და მსაჯმა VAR-ზე გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა. ალფონსო დევისმა თერთმეტმეტრიანი შეასრულა და ტიბო კურტუამ ბურთი მოიგერია.
ბელგიელებმა ერთადერთი გოლი გაიტანეს, როდესაც ალდერვეირელდის გადაცემის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა მიში ბაჩუაიმ მარცხენა ფეხით ზუსტად დაარტყა – 1:0.
ბელგიას 1994 წელს აშშ-ში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ჯგუფში თამაში არ წაუგია – 8 გამარჯვება და 5 ფრე.