კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საუდის არაბეთთან 1:2 მარცხის შემდეგ, არგენტინელთა კაპიტანმა ლიონელ მესიმ თავისი გუნდის მიერ დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა.
„ვიცოდით, მეტოქე როგორ თამაშობდა, მაგრამ ცოტა ვიჩქარეთ. თავს კომფორტულად არ ვგრძნობდით. ძალიან სწრაფად დავწინაურდით და შემდეგი იყო არჩათვლილი გოლების მომენტები. იმ დროს ვფიქრობდით, რომ კიდევ ბევრი შანსი გვექნებოდა. სწორედ აქ შევცდით. თამაში ძალიან ავაჩქარეთ, ერთ ფლანგზე ვიყავით კონცენტრირებულნი და ერთი ფრთიდან მეორეზე ბურთი არ გადაგვქონდა.
შემდეგ მეტოქემ ანგარიში წაიყვანა. ამის მერე უწესრიგოდ ვთამაშობდით, შრომისუნარიანობა დავკარგეთ, განწირულები ვუტევდით, ცენტრში შევჯგუფდით და ანგარიში ვერ გავათანაბრეთ. შედეგით გულდაწყვეტილი ვარ, მაგრამ უნდა ვიფიქროთ წინ რა გველოდება“ – განაცხადა მესიმ ole.com.ar-თან.




