კრიშტიანუ რონალდუ: „ახალი გამოწვევის დრო დადგა“

0
77

კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტის ორმხრივად შეწყვეტის შემდეგ განაცხადა, რომ მისთვის ახალი გამოწვევის მოძებნის დრო დადგა.
„მანჩესტერ იუნაიტედთან“ მოლაპარაკების შემდეგ შევთანხმდით, რომ კონტრაქტი ნაადრევად შეგვეწყვიტა. „მანჩესტერი“ და მისი ფანები მიყვარს – ეს არასოდეს შეიცვლება. ამავე დროს ვგრძნობ, რომ ჩემთვის ახალი გამოწვევის მოძებნის დრო დადგა. გუნდს წარმატებას ვუსურვებ სეზონის მეორე ნახევარში და მომავალში“ – ციტირებს ბრიტანული პრესა პორტუგალიის ეროვნული ნაკრების 37 წლის კაპიტანს.