ქარიმ ბენზემამ, რომლიც გუშინ ვარჯიშზე მიღებული ბარძაყის ტრავმის გამო კატარში გასამართ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატს გამოტოვებს, განაცხადა, რომ მისთვის მთავარი გუნდის ინტერესია.
„ცხოვრებაში არასოდეს დავნებებულვარ, მაგრამ დღეს საღამოს გუნდზე უნდა ვიფიქრო, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებდი. გონება მკარნახობს, რომ ადგილი ისეთ ფეხბურთეს უნდა დავუთმო, რომელიც გუნდს საუცხოო მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაში დაეხმარებაში. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის“ – დაწერა მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა თავის ინსტაგრამის გვერდზე.





