ბენზემა მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს

0
69

ქარიმ ბენზემა საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ დაეხმარება. მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა ტრავმა გუნდის გუშინდელ ვარჯიშზე მიიღო. ის მინიმუმ სამ კვირას გამოტოვებს. ფრანგების პრესსამსახურმა ბენზემასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა:
„მარცხენა ბარძაყის კვადრიცეპსის დაზიანების გამო ქარიმ ბენზემა იძუელბელია მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში იუაროს. მთელი გუნდი ქარიმის გულის ტკენას იზიარებს და მას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“.
ბენზემა 1978 წლის შემდეგ „ოქროს ბურთის“ პირველი მფლობელია, რომელიც მუნდიალს გამოტოვებს. 1977 წელს „ოქროს ბურთი“ მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ დანიელმა თავდამსხმელმა ალან სიმონსენმა მოიგო. მაშინ, დანიელები არგენტინაში 1978 წელს გამართული მსოფლიო პირველობის დასკვნით ეტაპზე ვერ მოხვდნენ.
ცნობისთვის ბენზემას ბრაზილიაში 2014 წელს ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ნახსენებ ტურნირზე არ უთამაშია. მას კატარში გასამართ ტურნირში, რომელიც სტარტს დღეს კატარი-ეკვადორის მატჩის აიღებს, “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი ანტონი მარსიალი შეცვლის.