ტიტე: „მსურს საკუთარ თავთან მართალი ვიყო“

0
35

ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ კატარში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე განაცხადა, რომ სურს საკუთარ თავთან მართალი იყოს.
„ბრაზილიაში ბევრი ადამიანი, რომლებიც ამბობენ, რომ ფეხბურთის სწავლა საჭირო არაა. მათი აზრით ეს იოლი თამაშია და ყველაფერი კარგად ინება თუ მწვრთნელი არ ჩაერევა.
ვფიქრობ, მწვრთნელს გამოცდილება და ენერგია ეხმარება. ყოველთვის უნდა ეცადო, რომ მეტი ისწავლო და რაღაც ახალი გაიგო. ახლა ისეთი ენერგია არ მაქვს, როგორც მათ, ვინც ჩემზე უმცროაის, მაგრამ ჩემს სამწვრთნელო შტაბში გამოცდილება ენერგიულობასთანაა შერწყმული. გარდა ამისა, ჩვენთანაა ადამიანი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატი უკვე მოუგია (საუბარია ბრაზიის საფეხბურთო კონფედერაციის კოორდინატორ ჟუნინიო პაულისტაზე, რედ.).
მოვიგებთ თუ არა მუნდიალს? მე მსურს საკუთარ თავთან მართალი ვიყო. ეს ჩემი დიდი სურვილია. არსებობს რაღაც, რასაც ვერ ვაკონტროლებ. მინდა ჩემი სამუშაო მაქსიმალურად გავაკეთო. დარწმუნებული ვარ ამას მოვახერხებ“ – იუწყება ტიტეს ნათქვამ theguardian.com.