„შალკემ“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

0
27

გელზენკირხენის „შალკეს“ ხელმძღვანელებმა დაკავებული თანამდებობიდან გუნდის მთავარი მწვრთნელი ფრანკ კრამერი დაითხოვა. ამის შესახებ „შალკეს“ ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
„ბუნდესლიგაში დაბრუნების შემდეგ, ჩვენ ერთად დავისახეთ ამოცანა, რომ ელიტაში დავრჩენილიყავით. ბოლო დრომდე გვჯეროდა, რომ შექმნილ ვითარებას შევცვლიდით. ჩვენი აზრით საკადრო ცვლილების დრო დადგა“ – განაცხადა კლუბის სპორტულმა დირექტორმა რუვენ შრიოდერმა.
კრამერი გუნდის მთავარ მწვრთნელად 2022 წლის ივლისში დანიშნეს. მან თანამდებობაზე 110 დღე გაატარა.
ბუნდესლიგაში ჩატარებული 10 ტურის შემდეგ გელზენკირეხენელები მე-17 ადგილზე არიან. მიმდინარე სეზონში გუნდმა ერთი მატჩი მოიგო, ხოლო ბოლო ოთხ შეხვედრაში დამარცხდა.