კვარაცხელიას „ლივერპული“ და „სიტი“ აკვირდებიან

0
23

საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას ინგლისური გრანდები „ლივერპული“ და „მანჩესტერ სიტი“ აკვირდებიან, ირწმუნება იტალიური ვებგვერდი Calciomercato.
„ნაპოლის“ 21 წლის ფეხბურთელის გაყიდვა ამჟამად არ სურს და მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს გაუმჯობესებული პირობებით. დღესდღეობით, კვარაცხელიას ხელფასი წელიწადში 1,5 მილიონი ევროა, ხოლო ახალი ხელშეკრულების მიხედვით ის 3 მილიონს გამოიმუშავებს.
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ ნეაპოლელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 14 მატჩში 7 გოლი გაიტანა, 5 საგოლე პასი გააკეთა და 3 პენალტი „გამოიმუშავა“.