კიტეიშვილი ავსტრიის თასის 1/4-ფინალშია

0
24

გრაცის „შტურმი“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი გამოდის, ავსტრიის თასის 1/4-ფინალში გვიდა. 1/8-ფინალში გრაცელები მეორე ბუნდესლიგის „გრაცერს“ სტუმრად დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი კიტეიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს. „გრაცერის“ სასტარტოში ფორვარდი ლევან ელოშვილი ვერ მოხვდა და თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო. „შტურმიდან“ ერთადერთი გოლი 65-ე წუთზე აიეტიმ გაიტანა.
„პანეტოლიკოსი“, რომლის ღირსებას ლევან შენგელია იცავს საბერძნეთის თასიდან რანგით მეორე ლიგის „კალამატასთან“ გავარდა. მატჩის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, ხოლო მასპინძლებმა პენალტების სერიაში გაიმარჯვეს. საქართველოს ეროვნული გუნდის გარემარბი ლევან შენგელია სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა. მან პენალტების სერიაში თავისი შანსი გამოიყენა.
ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ პოლონეთის თასის გათამაშებას 1/16-ფინალში გამოეთიშა. კრაკოველები სტუმრად რანგით მეორე ლიგის „რესოვიასთან“ 3:4 დამარცხდნენ. კაკაბაძე სასტარტოში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს.