ტაბატაძემ გაიტანა და ყაზახეთის თასის ფინალშია

0
22

თომა ტაბატაძემ „აკჟაიკის“ შემადგენლობაში ყაზახეთის თასზე კიდევ ერთი გოლი გატანა და ფინალში ითამაშებს.
1/2-ფინალში „აკჟაიკი“ შინ „ტარაზს“ შეხვდა და 5:3 გაიმარჯვა. ტაბატაძემ შეუცვლელად ითამაშა და მე-20 წუთზე ანგარიში საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმით გახსნა – გოლი ძალიან ეფექტური გამოვიდა. მის მსგავსად მასპინძლების სასტარტოში ასევე ლუკა იმნაძე იყო, რომელიც 85-ე წუთზე შეცვალეს. ტაბატაძე „აკჟაიკს“ ზაფხულში შეუერთდა და თასზე 6 გოლი გაიტანა, ხოლო ჩემპიონატში – 2.
„აკჟაიკი“ ყაზახეთის თასის ფინალში „ორდაბასის“ დაუპირისპირდება.