წიტაიშვილის პირველი სიმბოლური მიმდინარე სეზონში

0
48

გიორგი წიტაიშვილი პოლონეთის მე-12 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. განვლილ ტურში პოზნანის „ლეხმა“, სადაც წიტაიშვილი საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტან ნიკა კვეკვესკირთან ერთად გამოდის შინ „რადომიაკი“ 1:0 დაამარცხა.
წიტაიშვილი ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-12 წუთზე სოუსასგან პასი მეტოქის საჯარიმოში მიიღო, რის შემდეგ, “რადომიაკის” ერთი მცველი ჩამოიცილა და ახლო კუთხეში ზუსტად დაარტყა. ის ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე შეცვალეს.
წიტაიშვილმა, რომელიც „ლეხში“ სადებიუტო სეზონს ატარებს 9 მატჩში თავი პირველად გამოიჩინა და სიმბოლურშიც პირველად მოხვდა.