ხოჭოლავამ “სიტისთან” ქულა აიღო -მანჩესტერელებმა 1/8-ფინალი გაინაღდეს

0
36

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში სტუმრად “მანჩესტერ სიტისთან” 0:5 განადგურების შემდეგ, მოლოდინი იყო, რომ “კოპენჰაგენი” ინგლისის მოქმედ ჩემპიონს წინააღმდეგობას სახლშიც ვერ გაუზევდა. თუმცა, დავით ხოჭოლავას გუნდმა იმდენი მოახერხა, რომ მრისხანე მეტოქესთან ქულა აიღო. ამაში დანიელებს მანჩესტერელებიც დაეხმარნენ, რადგან 25-ე წუთზე რიად მაჰრეზის დარტყმული პენალტი მეკარე გრაბარამ მოიგენია, ხოლო ამ ეპიზოდიდან 5 წუთში ბოლო იმედის ჯარიმისთვის სერხიო გომესი გააძევეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-80 წუთზე შეცვალეს. პეპ გვარდიოლამ “სიტის” სასტარტო შემადგენლობაში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ერლინგ ჰოლანდი არ დააყენა, რომელიც ამჯერად სათადარიგოთა სკამზე ყოფნით შემოიფარგლა.
“სიტი” G ჯგუფს 10 ქულით ლიდერობს და 1/8-ფინალი გაინაღდა, ხოლო “კოპენჰაგენი” 2 ქულით მე-3 ადგილზეა.