„ლიონის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ლორანი ბლანია. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, მან პეტერ ბოში შეცვალა, რომელიც გუნდის მიერ ნაჩვენები არასახარბიელო შედეგის გამო დაითხოვეს. 56 წლის სპეციალისტმა „ლიონთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა სამწვრთნელოს კარიერას 2007 წელს „ბორდოში“ დაიწყო, რომელსაც 2008-2009 წლების სეზონში საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული, თასი და სუპერთასი მოაგებინა. ის 2010 წელს სათავეში საფრანგეთის ნაკრებს რაიმონ დომენეკის ნაცვლად ჩაუდგა და ევროპის 2012 წლის ჩემპიონატში მონაწილეობდა.
2013-2016 წლებში ბლანი პსჟ-ს ხელმძღვანელობდა, რომელღან ერთად საფრანგეთის პირველობა 3-ჯერ, თასი 2-ჯერ, სუპერთასი 3-ჯერ, ხოლო ლიგის თასი 3-ჯერ მოაპოვებინა.
ბოლოს ბლანი კატარის „ელ-რაიანს“ ავარჯიშებდა, საიდანაც მიმდინარე წლის თებერვალში დაითხოვეს.
„ლიონს“ საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებულ 10 ტურში 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.





