ხოჭოლავას ფრე ლიდერთან, კაკაბაძის მარცხი

0
19

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში სტუმრად „მანჩესტერ სიტისთან“ 0:5 მარცხის მერე, „კოპენჰაგენი“ დანიის სუპერლიგის მე-12 ტურში შინ გათამაშების ლიდერ „ნორსიელანდს“ შეხვდა და ქულა აიღო – 1:1. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლები 83-ე წუთზე დაწინაურდნენ, მაგრამ სტუმრებმა ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. მოქმედი ჩემპიონი „კოპენჰაგენი“ 16 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-12 ტურში „კრაკოვიამ“, სადაც ოთარ კაკაბაძე თამაშობს გდანსკის „ლეხია“ მიიღო და 0:1 წააგო. საქართველოს ეროვნული გუნდის უკანახაზელმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და 72-ე წუთზე გააფრთხილეს. „კრაკოვია“ 17 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 პოზიციაზეა.