ბერიძემ თურქეთში სტუმრად პირველი თამაში მოიგო

0
54

„ანკარუგუჯუმ“, რომელშიც გიორგი ბერიძე გამოდის, მიმდინარე სეზონში თურქეთის სუპერლიგაში სტუმრად პირველი თამაში მოიგო. ანკარელები „ისთანბულსფორს“ ეწვივნენ და 2:1 გაიმარჯვეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ისევ სასტარტოში იყო და 77-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. სტუმრები მე-16 წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო მასპინძლებმა საპასუხო ბურთი 55-ე წუთზე გაიტანეს. „ანკარაგუჯუმ“ გადამწყვეტი ბურთი ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე გაიტანა. „ანკარაგუჯუმ“ ამ სეზონში 2 შეხვედრა მოიგო და 7 ქულით 19-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა.
სამხრეთ კორეის ჩემპიონატის 35-ე ტურში ვაკო ყაზაიშვილის „ულსანმა“ „ჩონბუკი“ მიიღო და 2:1 სძლია. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა. „ულსანი“ 72 ქულით გათამაშების ლიდერია.
რუსეთის პრემიერ ლიგის მე-12 ტურში მოსკოვის „დინამო“ გასვლაზე თანაქალაქელ ცსკა-ს შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. დინამოელები ნახევარმცველ ლუკა გაგნიძეს არ უთამაშია, რადგან საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თურქეთთან ამხანაგურ მატჩში დაშავდა. სამაგიეროდ, ჩვენი 21-წლამდელები კიდევ ერთმა წარმომადგენელმა მცველმა საბა საზონოვმა მოედანზე 90 წუთი გაატარა. „დინამო“ 17 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მერვეა.