აზერბაიჯანში „ქართული დერბი“ ზავით დასრულდა

0
35

აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მე-9 ტურში ბაქოში „ქართული“ დერბი გაიმართა, რომელშიც ადგილობრივმა სოლომონ კვერკველიას „ნეფთჩიმ“ თოვუზის „თურანი“ მიიღო, რომელშიც მცველი ფირუზ მაგრაქველიძე და ნახევარმცველი იმედა აშორტია გამოდიან.
განვლილი მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ორივე გუნდში მოასპარეზე ქართველი ლეგიონერებიდან სასტარტო შემადგენლობაში კვერკველია და აშორტია იყვნენ, ხოლო მაგრაქველიძე განაცხადში ვერ მოხვდა.
კვერკველია 81-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო აშორტია – 69-ეზე. „ნეფთჩი“ 19 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა, „თურანი“ კი 11 ქულით – მეექვსე.
„პონფერანდინას“ სასტარტოში ლა ლიგა 2-ში ზედიზედ 2 მატჩის ჩატარების შემდეგ, გიორგი მაკარიძე ისევ სათადარიგოთა სკამზე „დასვეს“. მე-9 ტურში „პონფერანდინა“ შინ „გრანადას“ უგოლოდ გაეყარა.