საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ცნობილია.
გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ გაირკვა, რომ ვილი სანიოლის გაწვრთნილები A ჯგუფში ესპანეთს, ნორვეგიას, შოტლანდიას და თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ კვიპროსს დაუპირისპირდება.
კენჭისყრაში გერმანიის ეროვნული ნაკრების ექსფეხბურთელები იურგენ კლინსმანი, კარლ-ჰაინც რიდლე, ასევე იტალიის ეროვნული გუნდის ყოფილი მოთამაშეები ჯანლუკა ძამბროტა და დემეტრიო ალბერტინი მონაწილეობდნენ.
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დანარჩენი ჯგუფები ასე დაკომპლექტდა:
A ჯგუფი: ესპანეთი, შოტლანდია, ნორვეგია, საქართველო, კვიპროსი
B ჯგუფი: ნიდერლანდები, საფრანგეთი, ირლანდია, საბერძნეთი, გიბრალტარი
C ჯგუფი: იტალია, ინგლისი, უკრაინა, მაკედონია, მალტა
D ჯგუფი: ხორვატია, უელსი, სომხეთი, თურქეთი, ლატვია
E ჯგუფი: პოლონეთი, ჩეხეთი, ალბანეთი, ფარერები, მოლდოვა
F ჯგუფი: ბელგია, ავსტრია, შვედეთი, აზერბაიჯანი, ესტონეთი
G ჯგუფი: უნგრეთი, სერბეთი, მონტენეგრო, ბულგარეთი, ლიეტუვა
H ჯგუფი: დანია, ფინეთი, სლოვენია, ყაზახეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, სან მარინო
I ჯგუფი: შვეიცარია, ისრაელი, რუმინეთი, კოსოვო, ბელარუსი, ანდორა
J ჯგუფი: პორტუგალია, ბოსნია, ისლანდია, ლუქსემბურგი, სლოვაკეთი, ლიხტენშტაინი
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის განრიგი, 2023 წელი
I ტური: 23-25 მარტი
II ტური: 26-28 მარტი
III ტური: 16-17 ივნისი
IV ტური: 19-20 ივნისი
V ტური: 7-9 სექტემბერი
VI ტური: 10-12 სექტემბერი
VII ტური: 12-14 ოქტომბერი
VIII ტური: 15-17 ოქტომბერი
IX ტური: 16-18 ნოემბერი
X ტური: 19-21 ნოემბერი
ევრო 2024-ს მატჩები გერმანიის 10 ქალაქში გაიმართება – ბერლინი, ჰამბურგი, ლაიფციგი, დორტმუნდი, დიუსელდორფი, გელზენკირხენი, კიოლნი, ფრანკფურტი, მიუნხენი და შტუტგარტი.
ევროპის პირველობი გახსნის შეხვედრა 14 ივნისს მიუნხენში “ალიანც არენაზე” შედგება, ხოლო ფინალი – 14 ივლისს ბერლინში “ოლიმპიაშტადიონზე”.
აქვე გეტყვით, რომ ერთა ლიგის C ლიგის ნახევარფინალი, რომელშიც საქართველო ყაზახეთს უმასპინძლებს 2024 წლის 21 მარტს შედგება, ხოლო ფინალი 26 მარტს





