მაკარიძემ სასტარტოში ზედიზედ მეორედ ითამაშა

0
49

გიორგი მაკარიძემ მიმდინარე სეზონში ესპანეთის ლა ლიგა 2-ში ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარა.
„პონფერადინა“, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ზაფხულში შეუერთდა გათამაშების ლიდერ „ალავესს“ სტუმრად შეხვდა და 1:3 წააგო. მაკარიძე წინა ტურის მსგავსად ისევ სასტარტოში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
მასპინძლებიდან ანგარიში მე-10 წუთზე რიოხამ გახსნა, ხოლო ფუენტემ 29-ე წუთზე ვიტორიელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-4 წუთზე ოხედამ ერთი საპასუხო ბურთი გაიტანა. 71-ე წუთზე სტუმართა ფეხბურთელმა იურიმ ავტოგოლი მიითვალა და „ალავესმა“ 3 ქულა გაინაღდა.