„კრემონეზემ“, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის, იტალიის სერია A-ში დაბრუნების შემდეგ თამაში ისევ ვერ მოიგო.
მე-8 ტურში კრემონელები სტუმრად „ლეჩეს“ შეხვდნენ და ქულა აიღეს – 1:1. მიუხედავად იმისა, საქართველოს ნაკრების მცველს წინა ტურში „ლაციოსთან“ (0:4) საშინაო შეხვედრა ჩაუვარდა, მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობაში მაინც დააყენა.
მე-19 წუთზე სტუმრებიდან ანგარიში ცეოფანიმ გახსნა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა. პირველი ტაიმის დასრულებამდე სამი წუთით ადრე მასპინძლებმა საპასუხო ბურთი ასევე თერთმეტმეტრიანიდან გაიტანეს, რომელიც გაბრიელ სტრეფეზამ გამოიყენა.
„კრემონეზეს“ მხოლოდ 3 ქულა აქვს და 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-19 ადგილზეა. 24 წლის ლოჩოშვილმა, რომელიც გუნდს ზაფხულში შეუერთდა 6 თამაში (ყველა სასტარტოში) ჩაატარა.





