ოთარ კიტეიშვილი გამოჯანმრთელდა და ავსტრიის ბუნდესლიგაში ითამაშა. მე-10 ტურში გრაცის „შტურმი“ სტუმრად ვენის „აუსტრიას“ შეხვდა და 3:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და მოედანზე 69-ე წუთზე შევიდა, როდესაც მისი გუნდი 2:0 იგებდა. მან ტრავმების გამო მიმდინარე სეზონში „შტურმში“ მხოლოდ მეორედ ითამშა. „აუსტრიასთან“ დაპირისპირებამდე 26 წლის ფეხბურთელი 18 სექტემბერს შინ „ლუშტენაუსთან“ (2:0) შეხვედრაში გრაცელთა რიგებში 85-ე წუთზე გამოჩნდა. „შტურმი“ 21 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მეორე ადგილზეა დ ლიდერ „ზალცბურგს“ 2 ქულით ჩამორჩება.
ყაზახეთის პრემიერ ლიგის 21-ე ტურში „აკჟაიკმა“ შინ „აქტობე“ 3:1 დაამარცხა და ერთი გოლი ქართველმა თავდამსხმელმა ლუკა იმნაძემ გაიტანა, რომლის დარტყმის მერე ანგარიში 2:0 გახდა. მან შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლების სასტარტოში ფორვარდი თომა ტაბატაძეც იყო, რომელიც 74-ე წუთზე შეცვალეს.





