რამაზ სვანაძე მიაჩნია, რომ სტუმრად თურქეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან 0:1 წაგებული მატჩის პირველი ტაიმი ყველაზე ცუდი იყო, რომელიც მისი ხელმძღვანელობით საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს უთაამაშია.
რამაზ სვანაძე: “”პირველი ტაიმი ჩვენი შესრულებით, ეს იყო ყველაზე ცუდი თამაში, რომელიც საერთოდ გვითამაშია. მეორე ტაიმში შედარებით გამოვასწორეთ მდგომარეობა, მაგრამ ეს შედეგში არ აისახა.
ძალიან ცუდია, რომ დავმარცხდით, ზოგადად პირველად მოხდა ამ შეკრებაზე ბევრი რამ, პირველ რიგში ის, რომ 2 მატჩი წავაგეთ, მეორე ის, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მატჩი უგოლოდ დავასრულეთ. აუცილებლად მოხდება გადახედვა რიგი პოზიციების და შესაბამისად უკვე დასკვნები შემდეგ იქნება გამოტანილი. ფაქტი არის ერთი, რომ ჩვენ უკეთე შეგვიძლია თამაში, რაც ბევრჯერ დავამტკიცეთ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს შეკრება ჩვენ ჩავაგდეთ – 2 მატჩი წავაგეთ. მე მაინც მჯერა ჩემი გუნდის, ჩემი ფეხბურთელების, დღეს ყველაზე მთავარი ის არის, რომ დასკვნები სწორად გამოვიტანოთ და შემდგომში ასეთი ჩავარდნები აღარ დაგვემართოს”.
გიორგი გაგუა (21-წლამდელთაა ნაკრების ფეხბურთელი): “ეს შეკრება რა თქმა უნდა უარყოფითად შეფასდება, რადგან ვერცერთი მატჩი ვერ მოვიგეთ და მოწინააღმდეგეს ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ. ვფიქრობ, რომ ეს საჭიროც იყო რაღაც დონეზე იმისთვის, რომ მივმხვდარიყავით თუ რა დონეზე ვართ და რა ასპექტები გვაქვს გამოსასწორებელი. რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოვასწოროთ შეცდომები და ვიფიქროთ, მხოლოდ მომავალზე.”





