თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ეროვნულ ნაკრებში საბერძნეთთან (1:0) წარმატებული დებიუტის შემდეგ, პირველი მწარე მარცხი იგემა.
ერთა ლიგის C ლიგის მე-2 ჯგუფის ბოლო შეხვედრაში კვიპროსელები სტუმრად კოსოვოს დაუპირისპირდნენ და 1:5 წააგეს.
მასპინძლებმა ქართველი სპეციალისტის გაწვრთნილი გუნდის კარში შესვენებამდე 2 გოლი გაიტანეს, ხოლო მეორე ნახევარში სამი, რასაც სტუმრებმა ერთი გოლით უპასუხეს.
კვიპროსმა 5 ქულით ჯგუფში, რომელიც საბერძნეთმა მოიგო ბოლო ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ „კუნძულელებმა“ ერთადერთი თამაში სწორედ ქეცბაიას ხელმძღვანელობით მოიგეს.





