ესპანეთმა პორტუგალიას სძლია და ნახევარფინალშია

0
21

ყველა ეროვნული ნაკრების ვინაობა გაირკვა, რომლებიც 2022-2023 წლების ერთა ლიგის გათამაშების მოსაგებად იბრძოლებენ.
ბოლო ნახევარფინალისტი ლუის ენრიკეს გაწვრთნილი ესპანეთი აღმოჩნდა, რომელმაც სტუმრად პორტუგალიას მინიმალური ანგარიშით აჯობა, არადა. ფერნანდუ სანტუშის შეგირდებს ხელს ფრეც აძლევდათ.
ესპანელებიდან გამარჯვების გოლი 88-ე წუთზე ალვარო მორატამ გაიტანა, რომელმაც ნიკო ვილიამსის თავური გადაცემის შემდეგ ახლო მანძილიდან ბურთს ადგილი კარში მიუჩინა.
ესპანეთმა A ლიგის მეორე ჯგუფში 11 ქულა დააგროვა და ქულით აჯობა პორტუგალიას, რომელსაც კრიშტიანუ რონალდუმ შეუცვლელად უკაპიტნა.
პარალელურად გამართულ შეხვედრაში შვეიცარიამ შინ 2:1 სძლია ჩეხეთს, რომელიც B ლიგაში დაქვეითდა.
პორტუგალიისა და საფრანგეთის შემდეგ, ერთა ლიგას ახალი ჩემპიონი ეყოლება. A ლიგის ნახევარფინალში ესპანეთის გარდა, იტალია, ხორვატია და ნიდერლანდები გავიდნენ. მატჩები 2023 წლის 14-15 ივნისს ჩატარდება, ხოლო მესამე ადგილისთვის შეხვდრა და ფინალი 18 ივნისს. ოთხთა ფინალის გამართვის ადგილი იანვარში გაირკვევა.