სერბეთის ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებაში A ლიგაში ითამაშებს. B ლიგის მე-4 ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში დრაგან სტოიკოვიჩის გაწვრთნილმა სერბებმა სტუმრად ნორვეგია 2:0 დაამარცხეს და 13 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.
ბალკანელები 42-ე წუთზე დუშან ვლაჰოვიჩმა დააწინაურა, ხოლო 54-ე წუთზე ალექსანდრ მიტროვიჩმა მასპინძლების კარ მეორედ აიღო. 28 წლის მიტროვიჩმა სერბეთის ნაკრებში ჩატარებულ 76 მატჩში 50 გოლი გაიტანა. ის ამ მაჩვენებლით ბალკანელების რეკორდსმენია.
ამ ჯგუფის მეორე შეხვედრაში შვედეთი შინ სლოვენიას დაუზავდა – 1:1. ნორვეგიამ 10 ქულით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, სლოვენია 6 ქულით მეორეზე გავიდა, ხოლო 4 ქულით შვედეთი C ლიგაში გავარდა.
სერბეთის მსგავსად A ლიგის საგზური შოტლანდიამ მოიპოვა, რომელმაც პირველ ჯგუფში სტუმრად უკრაინასთან არ წააგო – 0:0 და 13 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო უკრაინა 10 ქულით მეორეა.
სომხეთი სტუმრად ირლანდიასთან 2:3 დამარცხდა და C ლიგაში დაქვეითდა. სომხებმა ზედიზედ 5 თამაში წააგეს – 3 გოლი გაიტანეს დ 17 გაუშვეს.





