ნიდერლანდები ნახევარფინალშია, ვან გაალმა ადვოკატის რეკორდი გაიმეორა

0
49

ნიდერლანდების ეროვნული ნაკრები A ლიგის ნახევარფინალში გავიდა. მე-4 ჯგუფის დასკვნით მატჩში ლუის ვან გაალის გაწვრთნილმა გუნდმა რობერტო მარტინესის ბელგია უმასპინძლა და 1:0 გაიმარჯვა.
ბენილუქსურ დერბიში, რომელიც არცთუ სანახაოებრივი აღმოჩნდა ერთადერთი გოლი 73-ე წუთზე ვირჯილ ვან დაიკმა გაიტანა, რომელმაც კუთხურის შემდეგ თავით ბურთს კარში მიუჩინა. სტუმრებს შეხვედრის ბოლო წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, მაგრამ ძირითადი დროსთვის დამატებულ ბოლო წუთზე კასტანიეს ულამაზესი „მაკრეტელას“ შემდეგ ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
ვან გაალმა ნიდერლანდელთა თაკაცის თანამდებობაზე 37 მატჩი მოიგო და დიკ ადვოკატის რეკორდი გაიმეორა.
ბელგია ბოლო 50 თამაშში პირველად მეტოქის კარი ვერ აიღო. მანამდე, მარტინესის გუნდმა გოლი მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში ვერ გაიტანა, როდესაც სანკტ-პეტერბურგში საფრანგეთთან 0:1 წააგო.
მე-4 ჯგუფში გამართულ პარალელურ შეხვედრაში პოლონეთმა სტუმრად უელსს 1:0 სძლია. გამარჯვებულებიდან თავი 57-ე წუთზე სვიდერსკიმ გამოიჩინა.
ნიდერლანდები 16 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზე ისე გავიდა, რომ თამაში არ წაუგია. ბელგია 10 ქულით მეორეა, ხოლო პოლონეთი 7 ქულით მესამე. უელსს 1 ქულა აქვს და B ლიგაში გავარდა.