ზურიკო დავითაშვილის თქმით, ზოგიერთი ფაქტორებიდან გამომდინარე საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფის ბოლო შეხვედრას სტუმრად გიბრალტართან მეტი მოტივაციით ითამაშებს.
ზურიკო დავითაშვილი „საკმაოდ წარმატებული წელი იყო ნაკრებისთვის. დაგვრჩა ბოლო ოფიციალური თამაში, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან რთული იქნება. ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის შემდეგ, ხანგრძლივი მგზავრობა გვქონდა. ხელოვნურ სტადიონზე მოგვიწევს თამაში, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე უფრო ყურადღებით და მეტი მოტივაციით ვითამაშებთ“.
გიბრალტარი-საქართველოს შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.




