საფეხბურთო კლუბ თბილისის „ლოკომოტივის“ ხელმძღვანელებმა მიმდინარე სეზონში მესამე მწვრთნელი გაათავისუფლეს.
„ლოკომოტივის“ პრესსამსახური იუწყება, რომ ნიდერლანდელმა ჯონ ვან ლუნმა თანამდებობა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დატოვა. 57 წლის ვან ლუნი, რომელსაც სამწვრთნელო კარიერაში მაღალ დონეზე არასოდეს უმუშავია თბილისელებს სათავეში 2022 წლის ივნისში ჩაუდგა, როდესაც ალექსანდე ინწკირველი შეცვალა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა თამაში ვერ მოიგო და მხოლოდ ორჯერ ფრე ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ სეზონის დასაწყისში „ლოკომოტივს“ ლაშა ჭაღიაშვილი ხელმძღვანელობდა.




